თენგიზ ცერცვაძე – ამირან გამყრელიძეზე: ამირან გამყრელიძე არის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონა

“ამირან გამყრელიძე არის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონა, გამორჩეული პიროვნული ღირსებებით. ის არის დიდი პროფესიონალი და გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო აღიარების მქონე პიროვნება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტები და ინიციატივები. ის თავის შესანიშნავ მეუღლესთან ერთად არის დიდი და ტრადიციული ქართული ოჯახის ბურჯი. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მაკავშირებს ახალგაზრდობის დროინდელი დიდი მეგობრობა. დიდი მადლობა ამირან ყველაფრისთვის და საუკეთესო სურვილები მომავლისთვის!”, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები