“საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ” ონში ტრენინგი ჩაატარა

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, ა(ა)იპ „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ” ჩაატარა ტრენინგი თემაზე – ,,ქონების მართვის ელექტრონული პროგრამა eproperty.ge-ს ფარგლებში”. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა საფინანსო და ქონების მართვის სამსახურების ხელშეწყობა, აქტივების აღრიცხვასა და მართვაში.
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნულ სფეროებში სიახლეების გაცნობას და შესაბამისი სამსახურების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები