თორნიკე რიჟვაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და თანამშრომლობა ღრმავდება. მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც.

თორნიკე რიჟვაძემ ალექსანდერ ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ნატო-ს გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

შეხვედრას ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე – რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები