ბათუმს ახალი ლოგო აქვს

  ქალაქ ბათუმს ახალი ლოგო შეურჩიეს, ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “ეისითი” ავრცელებს. ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კომპანია ბათუმის ლოგოსთან დაკავშირებულ გამოთქმულ აზრის სხვადასხვაობასაც ეხმაურება:
“ლოგო ყოველთვის ხდება დავის მიზეზი, მაგრამ არჩევანის გაკეთების დროს მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ის იდეა, რასაც ლოგო უნდა გადმოსცემდეს. იდეა კი ასეთია: ბათუმი არის თავისუფლების, ჩარჩოებს გარეთ აზროვნების ქალაქი, რომელიც შენ შენი თავის, ოცნებების, სურვილების, შესაძლებლობების გამოხატვის საშუალებას გაძლევს.
ეს ერთგვარი თავისუფლების დღესასწაულია, რომელსაც ლოგოში ფოერვერკი გამოხატავს. ჩვენთვის გასაგებია, რომ ადამიანებს გული სწყდებათ, როცა ვერ მონაწილეობენ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებში. თუმცა არ არის გასაგები ის ტაქტიკა, რომელსაც ზოგიერთი მათგანი იყენებს კონკურენტთან ბრძოლაში. ზოგი ისე შორს მიდის, რომ კონკურენტის სიძულვილით ეჭვქვეშ აყენებს კლიენტის, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურის კომპეტენციას. თუმცა სასიხარულოა, რომ კონკურენტებშიც არიან პროფესიონალები, რომლებიც სხვისი შემოქმედების კრიტიკის თუ შეფასების დროს არიან თანამიმდევრულნი და ობიექტურები. ბრენდირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ქალაქ ბათუმის ლოგოს შერჩევის პროცესში”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ბათუმის ლოგოს შერჩევაში სულ 2429 -მა ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 1243-მა (51.17%) ლოგოს მესამე ვარიანტს მისცა ხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები