გორში ზეღდულეთის მოსახლეობა საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქციას მართავს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში აქციაა. ადგილობრივები მიწების გასხვისებას აპროტესტებენ და საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სოფელს სხვა საძოვარი არ აქვს და ამ ფართობის დამუშავების საშუალებას არავის მისცემენ. ამასთან, მიწის მესაკუთრემ სამართლებრივი დავა კერძო საკუთრებაში შეჭრის გამო დაიწყო.

მოსახლეობას გორის მერის მოადგილე შეხვდა. მან ადგილობრივებს უთხრა, რომ კერძო დავაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა და ზეღდულეთელებს დავის სასამართლო გზით გაგრძელება ურჩია. მერის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პროტესტის მერიასთან გაგრძელება გადაწყვიტეს.

დავა მიწის ფართობზე უკვე წლებია, გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსახლეობას რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობა არ დათანხმდა 20 ჰექტარი მიწის სოფლისთვის დაბრუნების შეთავაზებას. ადგილობრივები 2008 წელს გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვენ და ამბობენ, რომ საძოვრის გარეშე ვერ იქნებიან და პროტესტს გააგრძელებენ. საუბარია 75 ჰექტარზე, აქედან 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები