გორში “ზებრა” გადასასვლელების სამღებრო სამუშაოები დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ გორში “ზებრა” გადასასვლელების სამღებრო სამუშაოები დაიწყო.

მერიის ცნობით, ქვეითთა გადასასვლელები ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად განახლდება.

“გარდა ამისა, გორში ხიდების მოწესრიგებაც მიმდინარეობს. აღნიშნული ნაგებობების დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების შემდეგ, იგეგმება სამღებრო სამუშაოების ჩატარება.
სააგენტოს მიერ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყოველდღიურად იცვლება გარე განათების დაზიანებული სანათები, ხორციელდება სკვერების ინფრასტრუქტურისა და მწვანე საფარის მოვლა – პატრონობა, საჭიროების შემთხვევაში იწმინდება სანიაღვრე არხები”, – ნათქვამია გორის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები