კიევში მერიის თანამშრომელთა ევაკუაცია დაიწყო
ერთი საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, ევაკუირებულია ქალაქ კიევის მერია, შენობა დატოვა ყველა მოსამსახურე პირმა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ,,ვესტი“ ავრცელებს, რომელიც ქალაქის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის მონაცემებს ეყრდნობა.
პრესსამსახურის წარმომადგენლის ალესია ასტაფეევას თქმით, ,,ხრეშატიკის 36 ნომერში, სადაც მერია იმყოფება, მუშაობას აგრძელებს თანამშრომელთა მხოლოდ მესამედი, დანარჩენი თანამშრომლები ევაკუირებულნი არიან. შესაძლოა, მერიის შენობა კვლავ ალყაში მოაქციონ. ქალაქში ბარიკადები გაჩნდა “, – განაცხადა ასტაფეევამ.