მცხეთაში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ბიწმენდს, ძველ ქანდას, აღდგომლიანთკარსა და ვაზიანს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი საბავშვო ბაღები შეემატა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მაშტაბური პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.

თითოეული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, ბაღებში დაცულია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ოთხივე შენობაში დასრულებულია შიდა სარემონტო სამუშაოები, ჩატარდა ეზოს გამწვანებისა და სათამაშო მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, შენობების შიდა სივრცე უკვე აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, ტექნიკით და ბავშთა გასართობი და შემეცნებითი სათამაშოებით.
დასრულებული სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტი, ოთხივე სოფელში პირველი საბავშვო ბაღი აშენდა. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ეს დიდი შეღავათი იქნება, რადგან მათ ყოველდღიურად, სხვა სოფლებში უწევდათ ბავშვების ტარება“ – განაცხადა გიორგი ბაჯაძემ.

ახალ საბავშვო ბაღები აღსაზრდელების მიღებას სექტემბერიდან დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები