გოგა ხაინდრავა: რაო აკია, პატრუშევმა მოგაწოდა ეს ცნობები, თუ სამალავში ზიხარ და იქიდან ითვლი? გაგანია ომში მყოფი ქვეყანა 250 ათას კაცს, სამხედრო ნაწილებიდან შვებულებაში უშვებს?

გაგანია ომში მყოფი ქვეყანა 250 ათას კაცს, სამხედრო ნაწილებიდან  შვებულებაში უშვებს? – ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე სამხედრო ექსპერტის, აკია ბარბაქაძის განცხადებას.

„რაო აკია, პატრუშევმა მოგაწოდა ეს ცნობები, თუ სამალავში ზიხარ და იქიდან ითვლი? გაგანია ომში მყოფი ქვეყანა 250 ათას კაცს, სამხედრო ნაწილებიდან  შვებულებაში უშვებს? შენ თუ დააფრთხობდი ეგრე მაგათ, რახან “ვაგნერი” გამოგზავნეს!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

ცნობისთვის, სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე აცხადებს, რომ: „250 000 რუსი შემოსული ტურისტის სახით, ეს არის სამხედრო ნაწილიდან შვებულებში გამოშვებული ჯგუფი! სამოქალაქო ტანსაცმელში! შემოსულია კიბერშეტევების, ვაგნერის სპეცჯგუფები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები