თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები ხვალ სოჭში შეხვედრას გამართავენ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან ხვალ, 5 აგვისტოს, სოჭში შეხვედრას გამართავს.
ერდოღანი და პუტინი ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.
ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ძირითადად ფოკუსირებული იქნება ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებზე, რომლებიც თურქეთ-რუსეთის კავშირების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.
ლიდერები ასევე განიხილავენ სირიასა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტს, რომელიც უკვე მეექვსე თვეა გრძელდება.