რუსეთში დაკავებულ ამერიკელ კალათბურთელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსულმა სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრინერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გრინერი თებერვლის შუა რიცხვებში, რუსეთში ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში მოთავსებული კანაფის გამო დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების განზრახ შემოტანაში დაადანაშაულეს, რასაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „მიუღებელი“ უწოდა.

ბრიტნი გრინერი სასამართლოს წინაშე დანაშაულის აღიარების გადაწყვეტილებით წარდგა, რასაც აშშ-სა და რუსეთს შორის მისი გადაცემის მოთხოვნით პოლიტიკური მოლაპარაკება უნდა გაემარტივებინა. მოგვიანებით კი მან განაცხადა, რომ კანაფი ბარგში შეცდომით იყო და რუსეთის კანონის განზრახ დარღვევის სურვილი არ ჰქონია.

ბრიტნი გრინერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) ვარსკვლავია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები