ენტონი ბლინკენი: აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შეცვლის ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას
აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შეცვლის ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით ძალის გამოყენებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, ტაივანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა და მხარეებს შორის სტაბილურობა მთელი რეგიონის ინტერესებში შედის.
„ჩვენ და მსოფლიოს ქვეყნები გვჯერა, რომ ესკალაცია არავის ინტერესებს არ ემსახურება და შეიძლება ჰქონდეს არასასურველი შედეგები“, – აღნიშნა ბლინკენმა.