“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სლავიანსკის მიმართულებით ორი დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს” – გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან სლაიანსკის მიმართულებით ორი დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს. კიდევ ორ დასახლებულ რეგიონში კი უკრაინელმა სამხედროებმა ტაქტიკური პოზიცია გააუმჯობესეს.
ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ალექსეი გრომოვმა განაცხადა.
“მთელი კვირის განმავლობაში ჩვენმა ჯარებმა გააუმჯობესეს ტაქტიკური პოზიცია და მაზანოვკას, ბრაჟკოვკას, სულუგუნოვკას, დმიტროვკას დასახლებების რაიონების სიღრმეში შევიდნენ. ამასთან, ჩვენი მაზანოვკა და დმიტროვკა გათვისუფლებულია”, – თქვა გრომოვმა.
რაც შეეხება ხერსონის ოლქს, აქ უკრაინელებმა 53 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს.