სტამბოლში, ბალიკლის ბერძნულ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა
სტამბოლში მდებარე, ბალიკლის ბერძნულ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც შენობის მთლიანი სახურავი მოკლე დროში მოიცვა.
ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
შენობიდან პაციენტების და ვიზიტორების ევაკუაცია მოხდა. პოლიციელებმა და მოქალაქეებმა მოხუცები საავადმყოფოდან საკაცეებითა და ეტლებით გამოიყვანეს.
102 პაციენტი რეგიონის სხვა საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
ხანძრის გამო დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხანძრის ჩასაქრობად რეგიონში ვერტმფრენი გაგზავნეს.
ამ ეტაპზე, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ცეცხლმა შენობა თითქმის სრულად გაანადგურა.