ნატოს გენერალური მდივანი უკრაინას პოლიტიკურ დახმარებას დაჰპირდა
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი კიევში ჩაფრინდა. მან განაცხადა, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინას პოლიტიკურად დაეხმარება. ,,ახლახან ჩავფრინდი უკრაინის დედაქალაქში. აქ იმიტომ ვარ, რომ უკრაინას და მის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს პოლიტიკური დახმარება აღმოვუჩინო“,- დაწერა რასმუსსენმა ტვიტერის გვერდზე.
ვიზიტის ფარგლებში რასმუსენს შეხვედრები დაგეგმილი აქვს უკრაინის პრეზიდენტთან და პრემიერ- მინისტრთან, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.