ბულაჩაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა გრძელდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელში წყალმომარაგების ქსელი მოძველებული და ამორტიზებულია, წყლის არსებული დებიტი კი მოსახლეობის საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში სატუმბო სადგური, რეზერვუარები და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემა ეწყობა.
შედეგად, სოფელ ბულაჩაურის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები