ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) უკიდურესად შეშფოთებულია სამხრეთ კავკასიაში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ ცნობებით.
ამის შესახებ განცხადებას ეუთო-ს პოლონეთის თავმჯდომარეობა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომ დეესკალაციისა და დიალოგის განახლებისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღონ. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით მხარი დავუჭიროთ ყველა ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის კონსოლიდაციისკენაა მიმართულია“, – აღნიშნულია ეუთო-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხური არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია განახორციელეს. მათივე ცნობით, სომხური მხარე გირხგიზის სიმაღლის აღებასა და იქ ახალი საბრძოლო პოზიციების შექმნას შეეცადა, რასაც აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.