აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხური არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია – „ანგარიშსწორება“ განახორციელეს.
მათივე ცნობით, სომხური მხარე გირხგიზის სიმაღლის აღებასა და იქ ახალი საბრძოლო პოზიციების შექმნას შეეცადა, რასაც აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„სომხური არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა, რომლებიც განლაგებული არიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით იმყოფება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი, 2020 წლის 10 ნოემბერს მიღებული განცხადების პუნქტები უხეშად დაარღვიეს და 3 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმიის შენაერთების წინააღმდეგ ტერორი განახორციელეს, რის შედეგადაც, ამის შედეგად ჩვენი ჯარისკაცი ქაზიმოვი ანარ რუსტამ ოღლუ დაიღუპა“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სომხური არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირებების წევრები კალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების ტერიტორიაზე მდებარე გირხგიზის სიმაღლის აღებასა და იქ ახალი საბრძოლო პოზიციების შექმნას შეეცადნენ.
„აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული საპასუხო ოპერაციის შედეგად, კონტროლი დამყარდა გირხგიზის სიმაღლეზე, ასევე სარიბაბას სიმაღლეზე და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეებზე დიდი კავკასიონის ყარაბაღის ქედის გასწვრივ. ამჟამად, ჩვენი დანაყოფები ასრულებენ საინჟინრო სამუშაოებს ახალი პოზიციების შესაქმნელად და მიწოდების მარშრუტების გაყვანის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, ოპერაციის ფარგლებში, განადგურდა სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე საბრძოლო პოზიცია და განხორციელდა ავიაიერიში სამხედრო ნაწილზე, რის შედეგადაც განადგურდა ცოცხალი ძალა, რამდენიმე ჰაუბიცა, სამხედრო ტრანსპორტი და სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების საბრძოლო მასალის დიდი პარტია.