ანრი ოხანაშვილი: საარჩევნო ჯგუფის მთავარი მიზანი რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა იქნება

12-პუნქტიან გეგმაში საუბარია ეუთო/ოდირ-ის რეკომენდაციების შესრულებაზე. ამიტომ, საარჩევნო ჯგუფის მთავარი მიზანი ამ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა იქნება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, აქტიური მუშაობა წარიმართება ანტიკორუფციული მიმართულებითაც.

„რაც შეეხება ანტიკორუფციულ მიმართულებაზე მუშაობას – ერთი მხრივ, აქ საუბარია კონსოლიდირებული კონცეფციის მომზადებაზე, ეს უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის მიზანი და, ასევე, კანონმდებლობაში ყველა ისეთი ინსტრუმენტის შემოტანაზე, რომელიც ანტიკორუფციულ მიმართულებას უფრო გააძლიერებს. მთავარია, ჯერ იდენტიფიცირდეს საკითხი – ვის რა მიაჩნია პრობლემად, სად არის გამოწვევა, სად გვჭირდება მუშაობა ანტიკორუფციული მიმართულების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, რა არის ქმედითი ბერკეტი“, – აცხადებს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები