ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ფარეხების ნაცვლად ორი სკვერი ეწყობა
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N14 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს, შემდეგ კი, დაახლოებით, 1 100 კვ. მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა.
“პროექტის ფარგლებში, განთავსდება ბავშვთა-გასართობი სივრცე, დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
ახალი დასასვენებელი სივრცე ასევე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ ეწყობა. ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით და ინიციატივით, მიმდებარე ტერიტორიაზე 17 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ტერიტორიის ნაწილზე გამწვანებული, კეთილმოწყობილი სკვერი მოეწყობა, ნაწილზე კი ადგილობრივების სურვილით, ავტოსადგომი იქნება.
სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.