ფინეთში რუსეთის საკონსულოს ეკლესია წაართვეს

ფინეთის სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ ტურკუს ადმინისტრაციამ რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან რიგი ქონების იჯარის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაწყვიტა, მათ შორის, ეკლესიად გადაკეთებული შენობის.

ამის შესახებ Helsingin Sanomat იტყობინება.

გენერალურ საკონსულოს ეკლესია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გადაეცა, თუმცა, ტურკუს მერიაში განაცხადეს, რომ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქალაქმა „რუსეთთან ყოველგვარი თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო”.

რუს დიპლომატებს ქალაქის ისტორიულ უბანში სარგებლობაში სახლში გადაეცა, რომელიც მათ ეკლესიად გადააკეთეს. ამასთან, მიწის ქირის საფასურს მუდმივად ქალაქის ადმინისტრაცია იხდიდა.

სარგებლობის პირობების მიხედვით, რუსეთის საკონსულომ ქალაქის ადმინისტრაციას შენობა იმ მდგომარეობით უნდა დაუბრუნოს, როგორშიც ჩაიბარა – არა ეკლესიის სახით.

თვითმხილველების თქმით, ივნის-ივლისში ეკლესიიდან ხატები გაიტანეს და ოქროს გუმბათი დაშალეს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები