“ის, რომ თითქოს საქართველოში არის ანტიდასავლური კამპანია, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის ნაწილი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ერთი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.
„ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის დაბრალება, თითქოს მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, შემდეგ თითქოს ამის საპირისპიროდ პროდასავლური კამპანია მიდის მეტროებში რაღაც პლაკატების გაკვრა – ეს არის ერთი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი. თითოეული თეთრი, რომელიც ამ კამპანიაზე იხარჯება, სინამდვილეში, იხარჯება საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ ომში“, – აცხადებს პაპუაშვილი.