სოფელ საბაჟოში რაჰიპ მამედოვის ძეგლისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში რაჰიპ მამედოვის ძეგლისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

“მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაიასთან და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან გია ჩაბალუხასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

მოეწყობა კვარცხლბეკები, ლითონის ღობე, განთავსდება სკამები და ურნები, დაირგვება დეკორატიული მცენარეები, მემორიალი და კვარცხლბეკები მოპირკეთდება მარმარილოს ფილებით.

ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 81 000 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ აწარმოებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები