აშშ-მა ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პარტნიორს, ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

სანქციების თანახმად, ნებისმიერი ქონება, რომელსაც კაბაევა შეერთებულ შტატებში ფლობს, დაიბლოკება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კაბაევასთან ერთად სანქცირებულთა სიაში კიდევ რამდენიმე რუსი მილიარდერი შეიყვანა.

„მაშინ, როდესაც უდანაშაულო ხალხი რუსეთის უკანონო აგრესიული ომისგან იტანჯება, პუტინის მოკავშირეები გამდიდრდნენ და მდიდრული ცხოვრების წესს აფინანსებენ“, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა.

შეგახსენებთ, რომ ალინა კაბაევას სანქციები მანამდე ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები