იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობა“ უნდა დაკავდეს იმით, რომ სააკაშვილს სურვილის ასრულებაში დაეხმაროს – არ უშვებენ ქართული პოლიტიკიდან, გადააფიქრებინეს, არა და სწორ გზაზე დგას
ამის მერე, „ნაცმოძრაობა“ უნდა დაკავდეს იმით, რომ სააკაშვილს ამ სურვილის ასრულებაში დაეხმაროს. არ უშვებენ ქართული პოლიტიკიდან, ხომ ხედავთ?! გადააფიქრებინეს, არა და სწორ გზაზე დგას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წავა, ეს იქნება ძალიან დადებითი ქართული პოლიტიკისთვის.
„მიხეილ სააკაშვილის ეს ნაბიჯი, ყოველ შემთხვევაში ის, რასაც მისი ადვოკატები ამბობდნენ, დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, ნაცვლად იმისა, რასაც სააკაშვილის ადვოკატები დღეს საუბრობდნენ, რომ მიშამ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება გადაიფიქრაო, ახლა არ არის გადაფიქრების დრო, არამედ ზუსტად ამ პოზიციის დაფიქსირების დროა. ეს საჭიროა და ბურთი ხელისუფლების მოედანზე უნდა გადავარდეს. ამის მერე, „ნაცმოძრაობა“ უნდა დაკავდეს იმით, რომ სააკაშვილს ამ სურვილის ასრულებაში დაეხმაროს. არ უშვებენ ქართული პოლიტიკიდან, ხომ ხედავთ?! გადააფიქრებინეს, არა და სწორ გზაზე დგას. დარწმუნებული ვარ, ვერ შემოაბრუნებენ. ამხელა პარტიას ასეთი ტიპის ლიდერი რომ ტოვებს, იქ მინიმუმ ამ პარტიის ტრანსფორმაცია მაინც უნდა მოხდეს. სააკაშვილმა ტელეფონს რომ არ უპასუხოს, ჩაიკეტოს და თქვას, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა, ისეთი ტიპის ძვრები მოხდება, რომ ეს შეუმჩნეველი არავის დარჩება. ჩემთვის მთავარი ღირებულება ამ პროცესში არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წავა, ეს იქნება ძალიან დადებითი ქართული პოლიტიკისთვის. იმისთვის, რომ ეს დაპირისპირება რაღაცნაირად შევარბილოთ, რაც ევროპელებმა გვითხრეს, ამაზე უკეთესი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს? – ოღონდ ეს მართლა უნდა მოხდეს და არ არის მარტივი ამბავი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.