უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი სტამბოლში ჩავიდა

The Sierra Leone-flagged cargo ship Razoni, carrying Ukrainian grain, is seen in the Black Sea off Kilyos, near Istanbul, Turkey August 2, 2022. REUTERS/Yoruk Isik

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი – „რაზონი“ სტამბოლში ჩავიდა.

როგორც „სიენენი“ იუწყება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მარცვლეულით დატვირთული გემი, რომელიც ლიბანისკენ მიემართება, პირველ შემოწმებას სტამბოლში, 3 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაივლის.

„სატვირთო გემის, „რაზონის“ შემოწმებას თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია განახორციელებს. გემმა, რომელიც სიერა ლეონის დროშის ქვეშ 27 ათას ტონა სიმინდს ატარებს, უკრაინის ქალაქ ოდესის პორტი გუშინ დატოვა“, – აცხადებენ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები