ევროკავშირი რუსული ლაინერებისთვის საჰაერო სივრცის შეზღუდვას აპირებს

  ევროკავშირი რუსული ავიაკომპანიების კუთვნილი თვითმფრინავების ევროპის თავზე ფრენის აკრძალვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გერმანიაში, რიჰარდ კიუნელმა აღნიშნა, რომ შეზღუდვა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ რუსეთი ევროპულ ავიაკომპანიებს ციმბირის თავზე ფრენების უფლებას არ მისცემს.
“დღეს ჩვენ სხვა არჩევანი არ გაქვს. საჰაერო კორიდორები საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილია და რუსეთი ვალდებულია, შეთანხმება დაიცვას”, – აღნიშნა კუნელმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით რუსეთი ევროპული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის თავზე ტრანზიტული ფრენების აკრძალვას აპირებდა. ინფორმაცია ოფიციალურამა მოსკოვმა არ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები