სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს პრეზიდენტი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა მის უწმინდესობას ილიაობის დღესასწაული მიულოცა და ვატიკანში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, ქართული კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„ა.წ. 2 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ესტუმრა.
პრეზიდენტმა მის უწმინდესობას ილიაობის დღესასწაული მიულოცა და ასევე ესაუბრა ვატიკანში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, ხაზი გაუსვა რა ქართული კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენის მნიშვნელობას.
ქ-ნმა სალომემ მწუხარება გამოთქვა გუდაურის ტრაგედიისა და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.