ტაივანის აეროპორტში ცოტა ხნის წინ აშშ-ის წარმომადგენლის პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ბორტი დაეშვა.
როგორც პოლიტიკოსმა აეროპორტში თქვა, მისი ვიზიტი არის “ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტაივანის დემოკრატიის მხარდაჭერის“ ნიშანი.
ასევე, პელოსიმ თქვა, რომ მისი ვიზიტი არანაირად არ ეწინააღმდეგება კუნძულის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას.