“კარგი დასასრული არ იქნება” – პეკინი ვაშინგტონს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

შეერთებულმა შტატებმა ტაივანის საკითხთან დაკავშირებით დაპირებები არ შეასრულა, – განაცხადა ჩინეთის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ.

ამის შესახებ Global Times-ი წერს.

ჩინეთის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ტაივანის საკითხით ეგოისტურად თამაშობს, ჩინეთისა და მისი 1,4-მილიარდიანი მოსახლეობის მტერი გახდება.

“და კარგი დასასრული არ იქნება”, – განაცხადა მან.

ჩინელმა მინისტრმა ასევე თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაარღვია დანაპირები და ტაივანის საკითხზე მოღალატურად მოქმედებს. მისი თქმით, ასეთი საქციელი “ზიზღს იმსახურებს”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები