უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ანდრეი პარუბი თანამდებობიდან გადადგა

  უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამდებობიდან გადადგა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ანდრეი პარუბი, რომელმაც განცხადება გადადგომის შესახებ 4 აგვისტოს დაწერა.
,,ჩემი ნებით დავწერე თხოვნა მიმდინარე ომის პირობებში ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მიუღებლად მიმაჩნია სხვა ტიპის კომენტარების გაკეთება. ვაგრძელებ საქმიანობას, ვეხმარები ფრონტს, ძირითადად კი, მოხალისეთა ბატალიონებს“,- განაცხადა ანდრეი პარუბიმ ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები