გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიოს შესაძლო ბირთვული კატასტროფის შესახებ აფრთხილებს
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, მსოფლიოს ბირთვულ კატასტროამდე ერთი არასწორი გათვლა აშორებს. მისი თქმით, კაცობრიობას აქამდე უმართლებდა, მაგრამ იღბლის სტრატეგიად გამოცხადება დაუშვებელია.
ნიუ-იორკში ბირთვვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კონფერენციაზე სიტვით გამოსვლისას გუტიერეშმა აღნიშნა, რომ, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამ დონის სარფთხე აქამდე არ ყოფილა. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში, კორეის ნახევარკუნძულზე ან ახლო აღმოსავლეთში მცირე შეცდომამაც კი შეიძლება, გლობალური კატასტროფის მიზეზი გახდეს.
ბირთვული იარაღი ერთადერთ ომში – ჰიროსიმასა და ნაგასაკში გამოიყენეს, რასაც 300 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა, მან მხოლოდ ომის დასასრული დააჩქარა და მოსალოდნელი შედეგი არ შეუცლია.
მსოფლიო განადგურებასთან ყველაზე ახლოს 1962 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კარიბის კრიზისის დროს იდგა. მაშინ მხარეებმა დეესკალაციას მიაღწიეს.
ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი, კიმ ჩენ ინი ბირთვული დარტყმით წლებია – იმუქრება, ბოლო დროს მსგავსი რიტორიკა პუტინმაც გააძლიერა.
გამოთვლებით დგინდება, რომ დიდ ქალაქში მცირე მუხტის მქონე ტაქტიკური ბირთვული იარაღის ჩამოგდება ნგრევისა და დასხივების შედეგად ასობით ათასი ადამიანის გარდაცვალებას გამოიწვევს, სრულმასშტაბიანი ბირთვული ომი კი პლანეტაზე სიცოცხლეს ან, როგორც მინიმუმ, ცივილიზაციის არსებობას დაასრულებს.