მედია: პეკინის გაფრთხილების მიუხედავად, ნენსი პელოსი ტაივანში საღამოს ჩავა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ადგილობრივი დროით 22:30 საათზე ჩავა. ეს იმ ფონზე მოხდება, როდესაც პეკინი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ მისთვის მიუღებელია კუნძულზე უცხო ქვეყნის დელეგაციის ჩასვლა, რასაც პეკინი ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.
ამის შესახებ ტაივანის მედია წერს.
ვიზიტის ფარგლებში, მოსალოდნელია, რომ პელოსი 3 აგვისტოს ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.
ტაივანში პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პეკინი გულხელდაკრეფილი არ იჯდება, არამედ იქნება მიღებული “კონტრზომები სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად”.
Reuters-ი წერს, რომ გვიან ღამით რამდენიმე ჩინური სამხედრო თვითმფრინავი და ხომალდი ტაივანის სრუტის შუა ხაზს მიუახლოვდა.
თეთრ სახლში კი განაცხადეს, რომ ნენსი პელოსის ვიზიტის დროს წარმოქმნილი, შესაძლო სამხედრო პროვოკაციები
უპასუხოდ არ დარჩება.