რუსეთში ამტკიცებენ, რომ მედვედევს Vkontakte-ს ანგარიში გაუტეხეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედედევის თანაშემწის, ოლე ოსიპნოვის მტკიცებით, მედვედევის Vkontakte-ს ანგარიში უცნობმა პირებმა გატეხეს და მუქარის შემცველი პოსტიც მათ განათავსეს.

პოსტში, რომელიც დადებიდან 10 წუთის შემდეგ წაიშალა, მედვედევი წერდა, რომ 1801 წლამდე საქართველოს სახელმწიფო არ არსებობდა. ექსპრეზიდენტი მხოლოდ წარსულით არ შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ „“ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი, ასევე, აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან, შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს“. მედვედევმა პუტინის გზავნილიც გაიმეორა და მანაც განაცხადა, რომ „რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები