მედვედევმა რუსეთში იმპორტირებულ პროდუქტებზე სანქციები დააწესა
დღეს სახელმწიფო დუმაში გამართულ სხდომაზე, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთში იმპორტირებულ პროდუქტებზე ახალი სანქციები დააწესა. ამ გადაწყვეტილებით, ძალაში შევიდა ვლადიმერ პუტინის 6 აგვისტოს მიღებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თავიდან გადაიხედება რუსეთში შემავალი სასოფლიო-სამეურნეო პროდუქტების ბაზარი და დაწესდება მკაცრი ზომები იმ პროდუქტებზე, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს არ შეეფერება.
დიმიტრი მედვედევმა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც აიკრძალება საქონლის ხორცის, ღორის ხორცის, თევზის, კვერცხის, რძის პროდუქტების შემოტანა ავსტრალიიდან, კანადიდან, ამერიკიდან, ნორვეგიიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან.