თეთრი სახლი: ტაივანზე პელოსის ვიზიტისას ჩინეთის შესაძლო პროვოკაციებს პასუხი გაეცემა

თეთრი სახლი ჩინეთს აფრთხილებს, რომ ტაივანში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის დროს წარმოქმნილი შესაძლო სამხედრო პროვოკაციები უპასუხოდ არ დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პელოსის აზიური ტურნე სინგაპურში დაიწყო, საიდანაც ის მალაიზიაში გადავიდა, 2 აგვისტოს კი ვიზიტი კუნძულ ტაივანზეა ჩანიშნული. ტაივანის პრემიერ სუ სენგ-ჩანგის თქმით, „კუნძული ნებისმიერ უცხოელ სტუმარს თბილად მიესალმება.“

პეკინი გაღიზიანებას არ მალავს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ  ტაივანზე პელოსის სტუმრობა აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობას ძირს უთხრის და „ვინც ცეცხლს ეთამაშება, ის იმავე ცეცხლში დაიწვება.“

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, რომელსაც 1949 წლიდან ვეღარ აკონტროლებს. ფართობით საქართველოს ნახევარი და მოსახლეობით 23 მლნ-იანი ტაივანი, ყველაზე მდიდარი დე-ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც მართალია, არაღიარებულია, მაგრამ ამის მიუხედავად დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური და არაოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები