გორის მერიამ 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვარიანტი წარადგინა

გორის მუნიციპალიტეტის 2023 – 2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა დალი ტლაშაძემ დოკუმენტის პირველადი ვარიანტი უკვე გააცნო.
ჯგუფს, რომლის წევრებიც გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები არიან, მერი ხელმძღვანელობს.
პრიორიტეტების დოკუმენტი არის თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმა. დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროები და მათი დაფინანსების დინამიკა უნდა ეფუძნებოდეს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები