ავღანეთში ალ-ქაიდას ლიდერი მოკლეს

შეერთებულმა შტატებმა, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ალ-ქაიდას ლიდერი – აიმან ალ ზავაჰირი მოკლა. ის დაჯგუფებას ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ხელმძღვანელობდა. ინფორმაცია პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა.

ალ ზავაჰირს 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა ედებოდა ბრალად. 21 წლის წინ ტყუპ ცათამბჯენებზე მიტანილ იერიშს 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტი ავღანეთში შეჭრის წინაპირობა გახდა, სადაც ამერიკული ჯარი 2021 წლამდე იმყოფებოდა.

ბინ ლადენი 2011 წელს, სპეცოპერაციის დროს პაკისტანში მოკლეს. მას შემდეგ ტერორისტულ დაჯგუფებას ალ ზავაჰირი ჩაუდგა სათავეში. მისი ლიკვიდაცია ქაბულში საცხოვრებელ სახლზე დრონით მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები