ვიქტორ ორბანი: ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული უნგრელი ერი

ევროკავშირი ბრიუსელში არ არის. ევროკავშირი ვენაში, ბუდაპეშტსა და ვარშავაში, ბერლინსა და მადრიდშია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთი დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა, რომლის ბოსი ბრიუსელი არ არის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. მე არ მინდა სხვა ევროპელებთან შერევა, მაგრამ მინდა საერთო ევროპულ გადაწყვეტილებას ჩვენი საკუთარი შეხედულებები დავამატო. ამიტომაც ვმონაწილეობთ ყველა გადაწყვეტილებაში, ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ ჩვენს აზრს. და თუ გამოჩნდა პოზიცია, რომელსაც არ ვეთანხმებით, ამასაც მოგახსენებთ.

ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული უნგრელი ერი. გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ. თუ ეს გადაწყვეტილებები ჩვენთვის კარგი არ არის, ჩვენ ამას ვიტყვით. თუ კარგი არ არის და ჩვენ შეგვიძლია მისი თავიდან აცილება, მაშინ ერთობლივი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები