ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში მიესალმა იმ ფაქტს, რომ უკრაინის ქალაქ ოდესის პორტი მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა.
„მან [მაკრონმა] ასევე მიუთითა, რომ უკრაინული მარცვლეულის სახმელეთო და მდინარის გავლით ექსპორტირების საკითხში ევროპის ძალისხმევა გაგრძელდება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის სასახლის განცხადებაში.
ამასთან, მაკრონმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას რუსული ძალების მიერ ქალაქ ოლენივკაზე მომხდარი თავდასხმის საკითხიც განიხილა და აღნიშნა, რომ ეს დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება.