საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის კოვიდშეზღუდვები გააუქმა
საფრანგეთის მთავრობამ საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა.
მთავრობის დადგენილების თანახმად, დღეიდან, პირველი აგვისტოდან საფრანგეთში სამოგზაუროდ ჩასულ პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა აღარ მოუწევთ.
კანონის შესაბამისად, ქვეყნის მთავრობას შეუძლია, რომ გადაუდებელი ზომები არაუმეტეს ორი თვის ვადით, 31 იანვრამდე კვლავ მიიღოს. თუმცა, აღნიშნული შეზღუდვები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი გავრცელდება, რომელიც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.