2008 წლის ომის 14 წლისთავის მოახლოებამდე, გაგლოევი “სამუშაო ვიზიტით” მოსკოვში ჩავიდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი მოსკოვში “სამუშაო ვიზიტით” გაემგზავრა, სადაც “რიგ საკითხებს განიხილავს”, – იტყობინება მისი პრესსამსახური.

„რესპუბლიკის მეთაური სამუშაო შეხვედრას გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ “შეხვედრებზე განიხილება ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მათ შორის, რესპუბლიკის სამინისტროებისა და დეპარტამენტების თანამშრომელთა ხელფასებისა და პენსიების გაზრდა”.

2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან რამდენიმე დღეში 14 წელი შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები