ხერსონის ოლქში ოკუპანტისაგან უკვე 46 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული
ხერსონის ოლქში უკვე 46 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული.
ამის შესახებ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ბუტრიმ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გათავისუფლებული ტერიტორიების უმეტესობა ჩრდილოეთის მხარეა, რომელიც დნეპროპეტროვსკის რეგიონს ესაზღვრება, “შედარებით ნაკლებია სამხრეთით, მიკოლაივის ოლქის საზღვართან“.
ბუტრის თქმით, დეოკუპირებულ ტერიტორიაზე „არის სოფლები, რომლებიც, პრაქტიკულად, 90%-ით არის განადგურებული. ეს ტერიტორიები დღესაც არის მუდმივი დაბომბვის ქვეშ, თუმცა, ისინი მოსახლეობისგან არის დაცლილი”.
მან დარჩენილ მოსახლეობას უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციისკენ მოუწოდა.