რომის პაპი ყაზახეთში ჩავა

რომის პაპი ფრანცისკე ყახაზეთში სახელმწიფო ვიზიტით 13-15 სექტემბერს ჩავა.

ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“პრეზიდენტ ქასიმ-ჟომარტ ტოკაევის მიწვევით, რომის პაპი ფრანცისკე სახელმწიფო ვიზიტით ყაზახეთს 2022 წლის 13-15 სექტემბერს ეწვევა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, ასევე, მსოფლიო და რელიგიების ლიდერთა VII კონგრესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები