ნიგერიაში ერთ კვირაში, სულ მცირე, 49 ადამიანია მოკლული

ნიგერიაში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მზარდი პრობლემების ფონზე, მხოლოდ გასულ კვირას, სულ მცირე, 49 ადამიანია მოკლული, მათ შორის 9 სამხედროა და 5 პოლიციელი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 24-30 ივლისს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული თავდასხმები მოხდა.

ნიგერიის მთავრობის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ბაბაგანა მონგუნომ თქვა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო არასტაბილურობის დასაძლევად ახალ სტრატეგიაზე მუშაობს.

ქვეყანაში  ბოლო დროს შეიარაღებული პირების და ტერორისტული ორგანიზაცია “ბოკო ჰარამის” თავდასხმები სულ უფრო გახშირდა.

მთავრობამ, ტერაქტების საფრთხის გამო, დედაქალაქის ყველა სკოლაში სწავლა შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები