ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს, არიან დაჭრილები

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით მიკოლაევი დაბომბეს.

როგორც ტელეგრამში მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმა დაწერა, დაჭრილია სამი ადამიანი

მისი თქმით, ჭურვი მოხვდა კერძო სახლებსა და ეზოებს.

ასევე, სამედიცინო დისპანსერის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, სადაც მედიკამენტებისა და საკვების ჰუმანიტარული საწყობი დაიწვა, მსხვერპლი არ არის.

კიმის თქმით, დაზიანებულია ერთ-ერთი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური ცენტრიც, დაზიანებულია ოთხი კორპუსი, სამედიცინო მანქანები, ჩამტვრეულია მინები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები