გონჩარენკო: თუ სერბეთი კოსოვოში შეიჭრება, უკრაინა მზად არის – თავისი შეიარაღებული ძალებით ადგილზე იმოქმედოს
„თუ სერბეთი კოსოვოში შეიჭრება, კოსოვო უნდა დავიცვათ”, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო Twitter-ზე წერს.
“თუ სერბეთი კოსოვოში შეიჭრება, კოსოვო უნდა დავიცვათ. უკრაინა მზად არის, თავისი შეიარაღებული ძალებით ადგილზე იმოქმედოს. სერბეთი აგრესიული ომის დაწყებას ცდილობს. ზედმიწევნით პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი ევროპაში პუტინის ტროას ცხენია. ომი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას საშინელებაა“, – წერს გონჩარენკო.