მიხეილ სარჯველაძე: ვინც დღეს პოლარიზაციის აღმსრულებელია, ეს არის, რეალურად, არა უშუალოს სააკაშვილი, არამედ – გარეთ მყოფი პოლიტიკოსები

“ვინც დღეს პოლარიზაციის აღმსრულებელია, ეს არის, რეალურად, არა უშუალოს სააკაშვილი, არამედ – გარეთ მყოფი პოლიტიკოსები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

სარჯველაძემ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა – იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან გავა, იქონიებს თუ არა ეს გავლენას პოლარიზაციის შესუსტებაზე.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუ ეს პიროვნება გავა ქართული პოლიტიკიდან და იტყვის, რომ მას ეს არ აინტერესებს, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ტემპერატურამ დაიკლოს. თუმცა, არ მჯერა იმის, რომ ეს ბოლომდე აღმოიფხვრება”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები