ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ეკიპაჟის მამაცი წევრების, მაშველებისა და მედიკოსების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.