„ქართული ოცნება“ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, კოლეგებს, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს სამძიმარს უცხადებს

პარტია „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მმართველი გუნდი დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, კოლეგებს, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს სამძიმარს უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების, მაშველების და სამედიცინო პერსონალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, კოლეგებს, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს მომხდარი ტრაგედიის გამო“, – აღნიშნულია მმართველი გუნდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები